საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტო ასამბლეა შეასრულებს ევროკავშირთან დამაკავშირებელი ხიდის როლს - ირაკლი კობახიძე
საქართველო, თბილისი - 13:25 | 09.06.2018 ნანახია: 1288
„საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დაფუძნება არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური ჟესტი- ის წარმოადგენს ჩვენი სამომავლო თანამშრომლობისადმი სრული მზაობის განაცხადს, რაც აღემატება პოლიტიკურ ან იდეოლოგიურ გადაწყვეტილებებს და გვაერთიანებს ჩვენს ისტორიულ დანიშნულებაში",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კიევში, რიგით მეორე საპარლამენტთაშორისო კონფერენციის გახსნაზე განაცხადა.
კონფერენცია -„საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: რეგიონული და უსაფრთხოების თანამშრომლობის საპარლამენტთაშორისო კომპონენტის განმტკიცება ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთქმედების განვითარებით " მისასალმებელი სიტყვით, ირაკლი კობახიძესთან ერთად, უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარე ანდრიი პარუბიმ, მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ანდრიან კანდუმ და ლიეტუვის სეიმის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა გახსნეს.
მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სამი ქვეყნის საპარლამენტო ასამბლეის დაფუძნების მნიშვნელობასა და მიზანზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ებრძვიან საერთო პრობლემებს და ასევე, მათ საერთო მიზნები აკავშირებთ.
„დღეს, სამი ქვეყნის პარლამენტის ლიდერები ხელს მოვაწერთ იმ ასამბლეის ჩამოყალიბების დოკუმენტს, რომელიც წარმოადგენს ჩვენი სამი ქვეყნის საერთო ღირებულებებსა და მისწრაფებებს. ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეა ასახავს წარსულის, აწმყო და სამომავლო თანამშრომლობას და ასევე სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის. დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, ჩვენ განუწყვეტლივ ვებრძვით იმ საერთო პრობლემებს, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი ეროვნული სუვერენიტეტის უსაფრთხოებასთან, ტერიტორიული მთლიანობის დაცვასთან და ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარე ძალების მიერ ხელყოფის მცდელობასთან გამკლავებასთან. ჩვენ გვაქვს საერთო მისწრაფება და გვსურს გავხდეთ დასავლური ოჯახის წევრები და გვწამს, რომ ევრო და ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაცია და მასთან თანამშრომლობა ემყარება ჩვენს ისტორიულ წარსულს, კულტურულ და ეროვნულ მემკვიდრეობას, და ყველაფერთან ერთად, ჩვენი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებას. საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დაფუძნება არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური ჟესტი, არამედ იგი წარმოადგენს ჩვენი სამომავლო თანამშრომლობისადმი სრული მზაობის განაცხადს, რაც აღემატება პოლიტიკურ ან იდეოლოგიურ გადაწყვეტილებებს და გვაერთიანებს ჩვენს ისტორიულ დანიშნულებაში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ევროკავშირთან დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას შეასრულებს და ასევე, ის ნათელი გზავნილი იქნება ამერიკელი პარტნიორებისთვის.
„საპარლამენტთაშორისო ასამბლეა შეასრულებს ევროკავშირთან დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას. ჩვენი ქვეყნების პარლამენტებს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ ევროპელ კოლეგებთან ეროვნულ პარლამენტებსა და ასევე ევროპარლამენტში. დღეს, ჩვენ უკვე შეგვიძლია, ერთხმად ვესაუბროთ მათ მრავალმხრივ ფორმატში.
საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ასევე ნათელი გზავნილი იქნება ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისათვის იმის თაობაზე, რომ თავისუფლებისა და დემოკრატიის მიზეზი ჩვენს ქვეყნებში ცოცხალია, და მიუხედავად მრავალი რეგიონალური პრობლემისა, იგი ახალ განზომილებას იძენს, რითიც ჩვენ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს მოვუწოდებთ მჭიდრო თანამშრომლობისაკენ",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საპარლამენტთაშორისო ასამბლეას პრაქტიკული ამოცანები აქვს შესასრულებელი. მისივე თქმით, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუციონალიზაცია დამატებით სტრატეგიულ ელემენტს შესძენს თანამშრომლობას.
„საპარლამენტთაშორისო ასამბლეას ერთობ პრაქტიკული მისია აქვს შესასრულებელი - ჩვენი ქვეყნები დგანან მზარდი რეგიონალური არასტაბილურობის, ჩვენს სუვერენიტეტზე და ტერიტორიულ მთლიანობაზე გარე თავდასხმების წინაშე. ჩვენ ასევე ვცდილობთ გავაკეთოთ დამოუკიდებელი არჩევანი და განვსაზღვროთ საკუთარი მომავალი.
ჩვენი ქვეყნის მთავრობები მჭიდროდ და ნაყოფიერად თანამშრომლობენ, თუმცა საპარლამენტო თანამშრომლობის ინსტიტუციონალიზაცია დამატებით სტრატეგიულ ელემენტს შესძენს ჩვენს ურთიერთქმედებას და უზრუნველყოფს უფრო მყარ დონეზე კოორდინაციას.
საპარლამენტთაშორისო ასამბლეის შეხვედრები დაფუძნებული იქნება უფრო ფართო დღის წესრიგზე, რომელიც არ იქნება ფოკუსირებული მხოლოდ მიმდინარე პოლიტიკურ გამოწვევებზე, არამედ იგი განიხილავს ჩვენი ქვეყნების საგარეო და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის უფრო ფართო და უფრო სისტემურ ხედვებს",-განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება გამოხატავს სამი ქვეყნის მოსახლეობის თანხმობას მეგობრული და ძმური ურთიერთობისადმი. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოლდოველ და უკრაინელ ხალხთან ერთად დგომა საქართველოსთვის ეროვნული პრიორიტეტისა და უსაფრთხოების საკითხია.
„საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ასევე გულისხმობს ისტორიულად დამტკიცებული ძლიერი და მნიშვნელოვანი კავშირების გამყარებას ჩვენს მოქალაქეებსა და საზოგადოებებს შორის. იმის ფონზე, რომ ეროვნული პარლამენტები წარმოადგენენ ხალხის ნების ყველაზე ლეგიტიმურ და უშუალო გამომხატველ ორგანოებს, დღევანდელი გადაწყვეტილებით ჩვენ გამოვხატავთ ჩვენი მოსახლეობის ფუნდამენტალურ თანხმობას მეგობრული და ძმური ურთიერთობისადმი. ჩვენი კავშირები, იქნება ეს უსაფრთხოების თუ საგარეო პოლიტიკის სექტორში, ეკონომიკურ თუ ბიზნეს სფეროში, კულტურული და სამეცნიერო - უფრო და უფრო გამყარდება.
ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა, შევინარჩუნოთ ჩვენი დემოკრატია და დავიცვათ ჩვენი ეროვნული გადაწყვეტილება - ვიყოთ თავისუფალი საზოგადოება. ჩვენს მოძმე მოლდოველ და უკრაინელ ხალხთან ერთად დგომა საქართველოსათვის ეროვნული პრიორიტეტისა და უსაფრთხოების საკითხია. ერთად, ჩვენ უფრო ძლიერნი ვართ და გვსურს განვაცხადოთ ჩვენი პრიორიტეტების, შეშფოთებისა და ღირებულებების შესახებ ჩვენი მეგობრებისა და მოწინააღმდეგეებისთვის",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და მოლდოველ და უკრაინელ კოლეგებს მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















