სამართლიანობა ვერ მიიღწევა ფლიდობით და ვერაგობით - ეკა ბესელია
საქართველო, თბილისი - 14:35 | 02.06.2018 ნანახია: 1504
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია Facebook-ზე ხორავას ქუჩის ტრაგედიასა და მასთან დაკავშირებულ პროცესებთან დაკავშირებით, უჩვეულოდ ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ეს ჩემი პირადი გვერდია და მინდა ღიად დავწერო ჩემი გულწრფელი ემოცია:
ხშირად ვერიდები ამ ემოციების გამოხატვას ! რადგან ვიცი საჯარო პირს მეტი თმენის ვალდებულება მაქვს. ეს ვიცი შეხსენების გარეშე!
პასუხისმგებლობის ხარისხიც იმაზე მეტი მაქვს, ვიდრე აუცილებელია- ამ პოზიციისთვის.
ამ ყველაფრის გააზრებით ვწერ ამას ღიად:
სახელი უნდა დაერქვას ყველაფერს. სამართლიანობა ვერ მიიღწევა ფლიდობით და ვერაგობით. არ შეიძლება ბოროტება მართავდეს სამართლიანობის იდეას.
ამ დღეებში ბევრი რამ გამოჩდა...
არ დავიღლები და იმდენჯერ ვიტყვი რამდენჯერაც შემეძლება, რომ სოლიდარული ვარ და მტკივა რაც ტკივათ შვილმკვდარ მშობლებს!!! უბრალოდ შეუძლებელია არ გესმოდეს მათი თუ ადამიანი ხარ და არა ბოროტება!
ვხედავ ამ რეალობის მიზეზებს და ემოციის და პრობლემის ფესვებსაც...
ვხედავ რა მაშტაბის აგრესიაა საზოგადოებაში, პატარებშიც.
როგორი ტრაგედია დატრიალდა ბავშვებში და როგორ ზუსტად თქვა ლევან დადუნაშვილის დედამ, რომ ეს ყველას ტრაგედიაა.....განზოგადოებული კრებსითი ტკივილია....
მეც და ბევრი ვინც იქ არ ვდგავართ ფიზიკურად რუსთაველზე -ეს არ ნიშნავს სხვა მხარეს დგომას შვილმკვდარი მშობლებისგან! ჩვენ ვერ ვიდგებით სხვადასხვა მხარეს. უბრალოდ ვერ ვიდგებით!
მეც და ხელისუფლებაში მყოფ პირებსაც, ვინც როგორც წესი არ უყვარს მოქალაქეს-სხვა ვალდებულება გვაკისრია. ნაკლები ემოცია და მეტი მოქმედება!
ამ ვალდებულებით დატვირთულს მიწევს ბევრი ისეთი რამის თმენა რაც უბრალოდ ვერ წარმომედგინა.
პასუხისმგებლობის გადანაწილება გვიწევს. ამ გადანაწილებაში უნდა იყოს ყველა ის ადამიანი, ვინც იცის რაიმე ამ მკველობების შესახებ და დღემდე დუმს! არ შეიძლება ეს დუმილი!
ილაპარაკეთ რაც იცით და დაე ყველაფერი იყოს ღია და ნათელი!!!
ჩვენ ხელს არ დავაფარებთ დამნაშავეს ! არავინ დადგება სიმართლეზე მაღლა! არავითარი ინტერესი არ არსებობს , რომელიც სიმართლის დადგენის მიზანს გადაძალავს!!!
ეს სიმართლე არ იანტერესებს არც გვარამიას და არც ნაციონალურ მოძრაობის იმ პირებს, ვინც ამ ტრაგედიას იყენებს რევანშისთვის და საკუთარი პირადი მიზნებისთვის. ეს აშკარად და დაუფარავად ჩანს. მე არ მჯერა რომ მათ ზაზა სარალიძე ან დადუნაშვილის ტკივილი ტკივათ, რადგან მათ ასეთი ტრაგედია საკუთარი ხელებით და საკუთარი ძალაუფლებისთვის ასეულობით აქვთ ჩადენილი.
და აქვე -
ბევრმა მომწერა, დამირეკა, გაბრაზდა გვარამიას იმ ზღვარგადასული შეურაცხყოფის გამო, რაც საჯაროდ გაისმა.
გვარამიამ ისე შეურაცხყო საკუთარი თავი დიდი ხანია, რომ ის ვერავის ვერ ესვრის ტალახს.
ხელები ისე აქვს დასვრილი ტალახში და ჩვენი მოქალაქეების უბედურებაში , იმდენი ბოროტება აკეთა, რომ ერთ დიდ ბოროტებად თავად იქცა! ის იყო შემსრულებელი იმ სასტიკი ძალადობრივი რეჟიმის, რომელიც კლავდა, აუპატიურება აწამებდა და სულს ხდიდა ჩვენს მოქალაქეებს.
გვარამია არარაობაა! არარაობას რა პასუხი უნდა მოთხოვო. ბოროტება უნდა დაამარცხო და მარცხდება კიდეც.ასეთია კანონზომიერება. ბოროტების გვერდით ყოფნა კი იგივეა -იყო თანამონაწილე. ასე რომ იმათი არჩევანია ვინც ამას ემსახურება, ამართლებს ან მის გვერდით დგას!
ესაა ჩემი პასუხი ამ მართლაც არაორაობისადმი!!!
ყოველთვის და ყველგან ვებრძოდი ამ ძალადობას და უსამართლობას და გავიარე უმძიმესი და ტკივილით სავსე გზა სწორედ სხვების დასაცავად.
ჩემი სკოლის მოსწავლე შვილი და უდანაშაულო ძმა რომ მძევლად აიყვანეს და სასტიკად დასაჯეს ნაცბანდის ლიდერებმა -ესეც სხვათა დაცვის გამო გადავიტანეთ მთელმა ოჯახმა და არა პირადი პრობლემების გამო. ვიდექი ტყვიების ზუზუნში და ყველაზე გაუსაძლისი განსაცდელი გავიარე ისე ,რომ ფეხი ვერ მომაცვლევინეს ამ ბრძოლაში და ვერ გამაჩერეს.
და ვინ , ვინ გვასწავლის სამაართლიანობას გვარამია და სააკაშვილი???
ყველა მახსოვს ვინ სად იყო მაშინ და ვინ ბედავდა და იღებდა ხმას! ყველა მახსოვს ვინ რას ჩადიოდა ....და არა მარტო მე მახსოვს...
დღეს იოლია გამოხვიდე ყველაზე მძიმე ბრალდებით და პროტესტით...ეს არაა საშიში... დღეს ჩვენ რუსთაველზე მდგომი ნატკენი ადამიანების გვესმის... ხელს გიწვდით...მაგრამ ნუ მომთხოვთ ვიდგე იმათ გვერდით ვისაც საკუთარი ხალხის სისხლში აქვს ხელები გასვრილი!!! არასოდეს მოხდება ეს!
არასოდეს არ დაბრუნდება ქვეყანა იმ წარსულში. ამისთვის უკვე ბევრი მსხვერპლი გავიღეთ. მე არ მაინტერესებს არც მანდატი და არც თანამდებობა, ორივეზე უარი ვთქვი 2009 წელს, როდესაც ეს მანდატი დავჭერი სწორედ რუსთაველზე და სწორედ უსამართლობის გამო. ვიცოდი რაც მოყვებოდა , მაგრამ არასოდეს შემშინებია .სადაც არ უნდა ვიყო ეს განცდა მექნება სულ , რომ სიკეთე უნდა აკეთო!
მე მინდა ვიდრე შემიძლია შევეხიდო ამ ტკივილში დაზარალებულებს და ვინც რითი შევძლებთ ყველამ სიმართლე დავადგინოთ.
ჩვენ , შვილმკვდარ მშობლებს ხელს გიწვდით, რომ ვიაროთ სიმართლის დასადგენად და ამისთვის გავაკეთოთ ვისაც რა შეგვიძლია. ესაა და ეს .
ყველაფერი დროებითია ! მარადიული სიკეთეა მხოლოდ და სიყვარული!"
პოლიტიკა
- უკრაინა მზადაა რეალური კომპრომისებისთვის, მაგრამ არა კომპრომისებისთვის ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ფასად - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პანდემიის რთული პერიოდის შემდეგ ბაზა არ გაჯანსაღებულა, ამიტომ რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია - კახა კალაძე სოციალურად დაუცველთა სიების გადამოწმებაზე
- საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მაქსიმალური რაოდენობა არის 257 000, ბინადრობის ნებართვა გაცემულია 164 ქვეყნის 107 307 მოქალაქეზე - ირაკლი კობახიძე
- ჩვეულებრივი ამბავია, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, შეიძლება, ყოფილი მინისტრიც იყოს დაბარებული - გია ვოლსკი ლევან დავითაშვილზე
საზოგადოება
- საქართველოში 21-22 თებერვალს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 23 თებერვალს კი იწვიმებს
- „თეგეტა“ „კავკასიის მედიცინის ცენტრთან“ პარტნიორობით თანამშრომლებისთვის ჯანმრთელობის პროგრამას იწყებს
- ახალგაზრდები მწვანე მომავლისთვის - „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით ზამთრის ბანაკი გაიმართა
- 14-15 თებერვალს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს
სამართალი
- თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიების განახლების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს
- საგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე საწარმოს ხელმძღვანელი დააკავა
- პროსტიტუციის ხელშეწყობის ფაქტზე დაკავებული მომღერალი, ხატია წერეთელი თავისუფალია
- პროკურატურა: ე.წ. ქოლცენტრების, თაღლითობისა და ფულის გათეთრების საქმეზე დაკავებულია ელისო კილაძე. ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება ოთარ ფარცხალაძეს
მსოფლიო
- უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ტერიტორიული საკითხი კვლავ გადაუჭრელი რჩება - ჯორჯია მელონი
- აშშ-ის პრეზიდენტი გამუდმებით ამბობს, რომ ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა ჰყავთ, თუმცა ამ ძალას ზოგჯერ შეიძლება იმდენად ძლიერი დარტყმა მიაყენონ, ვეღარ აღდგეს - აიათოლა ალი ხამენეი
- მოსკოვის სასამართლომ ჟურნალისტ ეკატერინე კოტრიკაძეს რვა წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა
- დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ აშშ მხარს დაუჭერს ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის წინააღმდეგ ისრაელის დარტყმებს - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Comfort – შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
- Volvo Cars EMEA - „ვოლვო ქარ კავკასიამ“ პრესტიჟულ ბიზნესკონფერენციას საქართველოში პირველად უმასპინძლა
- „თეგეტა“ აზერბაიჯანის სამელიორაციო სისტემების მოდერნიზებისთვის - მეზობელ სახელმწიფოს ჰოლდინგმა JCB-ს ტექნიკა მიაწოდა
- Porsche, Bentley, Lamborghini - პრემიუმ ბრენდების მარკეტინგის მიმართულებას საქართველოში თათო ხოსროშვილი უხელმძღვანელებს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















