ბათუმში ავტოავარიის შედეგად სკოლის მოსწავლეები დაშავდნენ

საქართველო, თბილისი - 14:22 | 01.06.2018
ნანახია: 950

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

შემთხვევის შედეგად სკოლის ორი მოსწავლე დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს გამოძიება.


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე