ალკოჰოლის მოხმარებამ შვიდი სახეობის კიბოს განვითარება შეიძლება გამოიწვიოს
საქართველო, თბილისი - 15:00 | 23.05.2018 ნანახია: 1254
მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) ალკოჰოლის კიბოსთან კავშირის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ მოსახლეობისთვის ალკოჰოლის კიბოს განვითარების რისკთან პირდაპირი კავშირის შესახებ ნაკლებადაა ცნობილი. განსაკუთრებით, ეს ეხება ევროპის ქვეყნებს, სადაც ალკოჰოლის მოხმარების ყველაზე მაღალი დონე აღინიშნება.
ჯანმოს მონაცემებით, ალკოჰოლის მოხმარებამ, სულ მცირე, შვიდი სახეობის კიბოს განვითარება შეიძლება გამოიწვიოს. ესენია: ნაწლავის (მსხვილი ნაწლავი და სწორი ნაწლავი), ძუძუს, საყლაპავის, ხორხის, ღვიძლის, პირის ღრუსა და ყელის კიბო.
"ალკოჰოლის ძირითადი კარცენოგენური კომპონენტი ეთანოლია, რომელსაც ყველა სახის ალკოჰოლური სასმელი შეიცავს. ეთანოლით უჯრედების დაზიანება მათი ავთვისებიანად გადაგვარების დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ეთანოლი, ასევე, გავლენას ახდენს ქალის ჰორმონებზე, ახდენს უჯრედული პროლიფერაციის სტიმულირებას და ზრდის ძუძუს კიბოს განვითარების რისკს. თუ ალკოჰოლის გამოყენებასთან ერთად თამბაქოს მოხმარებაც ხდება, ქსოვილების დაზიანების ხარისხი ბევრად უფრო იზრდება, რის გამოც კიბოს განვითარების რისკიც მატულობს ", - აღნიშნავენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები.
ამავე დროს, ჯანმო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ არ არსებობს "ქვედა ზღვარი" სასმელების უსაფრთხო მოხმარებისთვის და ალკოჰოლური სასმელების ნებისმიერი რაოდენობა კიბოს განვითარების რისკს ზრდის. რაც უფრო მეტია ალკოჰოლის მოხმარების დონე მით მეტია კიბოს განვითარების რისკი. მაგ., ქალებისთვის დღეში ოთხი ბოკალი ღვინის მოხმარება ძუძუს კიბოს განვითარების რისკს 50%-ით ზრდის, ხოლო რვა ბოკალი ღვინის შემთხვევაში რისკი 130% -ით იზრდება. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვა მასთან დაკავშირებულ კიბოს განვითარების რისკს ამცირებს, "- ნათქვამია განცხადებაში.
კიბოს განვითარების რისკის შემცირების მიზნით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყველა ქვეყანას მოუწოდებს, რომ ალკოჰოლთან დაკავშირებით შესაბამისი "პოლიტური გადაწყვეტილებები" მიიღოს.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















