დღეიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტებში თამბაქოს მოწევა იკრძალება
საქართველო, თბილისი - 10:16 | 01.05.2018 ნანახია: 1349
დღეიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტებში თამბაქოს მოწევა დაჯარიმდება. არსებული კანონმდებლობის თანახმად, მოწევა აკრძალულია ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სტადიონზე.
კანონმდებლობით, მეტროპოლიტენის სადგურის ვესტიბიულის, გადასასვლელების, ბაქნების, ვაგონის სალონის, ესკალატორის და ლიანდაგის დანაგვიანება-გაჭუჭყიანება, აგრეთვე მეტროპოლიტენის სადგურებსა და ვაგონებში თამბაქოს მოწევა, მატარებლის მოსაბრუნებელ ჩიხებში შეყოლა და მეტროპოლიტენით სარგებლობის წესების სხვა დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.
მეტროპოლიტენის სადგურის ვესტიბიულის, გადასასვლელის, ბაქნის, მატარებლის ვაგონის სალონის, ესკალატორის ან ლიანდაგის დანაგვიანება-გაჭუჭყიანება, ამ ადგილებში თამბაქოს მოწევა, მატარებლის მოსაბრუნებელ ჩიხში შეყოლაან მეტროპოლიტენით სარგებლობის წესების სხვა დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.
შენობა-ნაგებობაში ან მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, სადაც პირი საქმიანობს და სადაც მოწევა აკრძალულია, თამბაქოს მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებითი ქმედება 1 000 ლარის ოდენობით.
თუ პირი თამბაქოს მრავალბინიანი სახლის იმ ნაწილში მოწევს, რომელიც საერთო ქონებას წარმოადგენს, მას 50 ლარით დააჯარიმებენ, წესის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში კი – 100 ლარით.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლის მიერ შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაში მოწევის აკრძალვის წესების შეუსრულებლობა – 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს, განმეორებითი ქმედება კი – 1 000 ლარის ოდენობით.
ასევე, 1-ელი მაისიდან თამბაქოს ინდუსტრიაში 18 წლამდე ასაკის პირის ჩაბმა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. ხოლო ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
თამბაქოს მოწევის ან მისი მოხმარების სხვა ფორმების დემონსტრირება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული/ავტორიზებული მაუწყებლის პროგრამაში, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი ნორმების დარღვევით გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის წამახალისებელ გათამაშებაში ან ლატარიაში პრიზად გამოყენება ან/და ლატარიის, აზარტული ან მომგებიანი თამაშობის საშუალებით დარიგება, ელექტრონული ან მექანიკური აპარატის საშუალებით უშუალოდ მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, უკანონო თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის, სარეკლამო პროდუქციისა და საშუალების კონფისკაციით. ქმედება, ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით, უკანონო თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის, სარეკლამო პროდუქციისა და საშუალების კონფისკაციით.
საჩუქრის გადაცემა ან შეთავაზება, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის გადაცემა ან თამბაქოს ნაწარმის გასინჯვის შეთავაზება რეალიზაციის მიზნით – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სასაჩუქრე ნივთის კონფისკაციით. განმეორებით გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სასაჩუქრე ნივთის კონფისკაციით.
თამბაქოს ნაწარმის გაყიდვისას კუპონების დარიგება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. ქმედება ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.
პირდაპირი პერსონალური კომუნიკაცია, ქსელური მარკეტინგი, საპოპულარიზაციო მასალის, მათ შორის, საინფორმაციო მასალის (კერძოდ, პირდაპირი გზავნილის) გადაცემა, რომელიც ახდენს ან შეიძლება მოახდინოს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის პოპულარიზაცია გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, თამბაქოს ნაწარმისა და შესაბამისი მასალის კონფისკაციით. ქმედება, ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, თამბაქოს ნაწარმისა და შესაბამისი მასალის კონფისკაციით.
ტელემარკეტინგი, მომხმარებელთა კვლევა, რომელიც ახდენს ან შეიძლება მოახდინოს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის პოპულარიზაცია გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. ქმედება, ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
საცალო მოვაჭრისთვის თანხის გადახდა, ჯილდოს მიცემა ან საცალო მოვაჭრის საქმიანობაში წვლილის სხვაგვარად შეტანა, რაც გამიზნულია მისი მოტივირებისთვის, რათა მეტი თამბაქოს ნაწარმი გაყიდოს გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
თამბაქოს მწარმოებლის, იმპორტიორის ან საბითუმო მოვაჭრის, მათთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული პირების მიერ თანხის გადახდა ან წვლილის სხვაგვარად შეტანა ღონისძიებაში, ფიზიკური პირის ან ორგანიზაციის საქმიანობაში, რომელიც ამის შედეგად ახდენს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის, იმპორტიორის ან საბითუმო მოვაჭრის ან მათი წარმომადგენლების პოპულარიზაციას გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. ქმედება, ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
ისეთი სათამაშოს, ტკბილეულის ან სხვა ნაწარმის გაყიდვა ან დარიგება, რომელიც არ არის თამბაქოს ნაწარმი და თამბაქოს ნაწარმის ილუსტრაცია, სიმულაცია ან იმიტაციაა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი ნივთის/ნაწარმის კონფისკაციით. ქმედება, ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი ნივთის/ნაწარმის კონფისკაციით.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















