„კოლექტიური ზარდიაშვილების“ თაობაზე ჭიჭინაძის განცხადება არაკორექტული იყო - გია ვოლსკი
საქართველო, თბილისი - 13:54 | 19.04.2018 ნანახია: 1040
„კოლექტიური ზარდიაშვილების“ თაობაზე დავით ჭიჭინაძის მიერ გაკეთებული განცხადება არაკორექტული იყო, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ჭიჭინაძის ეს განცხადება ხელს არ შეუწყობს იმ სულისკვეთებას, რაც ყველას აქვს.
„სულისკვეთება პოზიტიურია, რადგან ისეთი მისწრაფება გვაქვს, რომ პოზიციები შევაჯეროთ და თუ საჭიროა, ადამიანურ ურთიერთობებზე უფრო ღრმად ვილაპარაკოთ. რაც შეეხება უმრავლესობის სხდომის გადადებას, ეს ის შეხვედრა არ არის, რომლის თაობაზეც ზოგიერთ ადამიანს სკანდალური მოლოდინებიც აქვს. აღნიშნულ შეხვედრაზე თემატური საკითხები და ბოლო პერიოდის სიტყვიერი დაპირისპირების პერიპეტიები უნდა განვიხილოთ. რა საკვირველია, სჯობს, შეხვედრა უკეთესად მომზადდეს, თემები გავიაროთ, პოზიციები შევაჯეროთ და იმ საკითხებზე ვიმსჯელოთ, რომელიც გვაერთიანებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, დავით ჭიჭინაძემ გუშინ განაცხადა, რომ თუ კოლექტიური ზარდიაშვილები ვერ გაიგებენ მათ მოთხოვნას, ისინი პარლამენტს უნდა ჩამოშორდნენ.
პოლიტიკა
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
საზოგადოება
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
მსოფლიო
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
- ჯეი დი ვენსი უნგრეთში ჩავიდა
- ირანი მოუწოდებს სტუდენტებს, პროფესორებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















