უხეში ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა რადიკალურად შეიცვალა და გაუმართლებლად ჰუმანური გახდა - გახარია
საქართველო, თბილისი - 17:42 | 17.04.2018 ნანახია: 1044
უხეში ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა, რაღაც მომენტში რადიკალურად შეიცვალა და ზოგ შემთხვევებში, გაუმართლებლად ჰუმანური გახდა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესმენებთან შეხვედრის დროს განაცხადა,
მისი თქმით, დღეს ბალანსის პოვნა არის ძირითადი გამოწვევა, რაზეც მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო და მთლიანად, სამართალდამცავი სტრუქტურები პასუხს ვერ გასცემენ.
„ძალიან კარგად გვესმის, რომ ის ძალზე უხეში ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა, რაღაც მომენტში რადიკალურად შეიცვალა და ზოგ შემთხვევებში, გაუმართლებლად ჰუმანური გახდა. დღეს ბალანსის პოვნა არის ძირითადი გამოწვევა, რაზეც მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო და მთლიანად, სამართალდამცავი სტრუქტურები პასუხს ვერ გასცემენ. კარგად უნდა მივხვდეთ ერთ რაღაცას, რომ მოსაძებნია ბალანსი თავისუფლებას, ლიბერალიზმსა და მართლწესრიგს შორის. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. ჩვენ რომც არ გვინდოდეს, ეს ერთმნიშვნელოვნად მაინც გახდება საზოგადოებრივი განხილვის თემა და სჯობს, რომ ეს განხილვა დაიწყოს ადეკვატურ პირობებში და იმ პლატფორმაზე, რომელიც უფრო შედეგიანი იქნება. ერთადერთი რისი გარანტიაც შემიძლია მოგცეთ, რომ არასოდეს არც ერთ, არანაირ მწვავე კითხვას არ დავემალებით, ეს ჩვენ, უბრალოდ, არ გვჭირდება. ყველანაირად ღია და მზად ვართ ყველანაირი დისკუსიისთვის, არ გვაქვს ჩვენ იმის პრობლემა, რომ კრიტიკა მოვისმინოთ. იქ სადაც საჭიროა, ჩვენ რომ გავაკრიტიკოთ, არც ამის კომპლექსი გვექნება არასოდეს. ასე რომ, ღია და მზად ვართ, ყველა ის საკითხი, რომელიც დღეს აქტუალურია, როგორც ბიზნესისთვის, ასევე, მოქალაქისთვის, განვიხილოთ", - განაცხადა გახარიამ.
პოლიტიკა
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
საზოგადოება
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
მსოფლიო
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
- ჯეი დი ვენსი უნგრეთში ჩავიდა
- ირანი მოუწოდებს სტუდენტებს, პროფესორებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















