ჩინური კოსმოსური სადგური „ტიანგონი“ ატმოსფეროში დაიწვა

საქართველო, თბილისი - 09:53 | 02.04.2018
ნანახია: 850

ჩინური კოსმოსური სადგური „ტიანგონი“ წყნარი ოკეანის თავზე ატმოსფეროში დაიწვა. სადგური დედამიწის ატმოსფეროში, თბილისის დროით 4:15 საათზე შემოვიდა. მისი ნასმხვრევების უმეტესობამ დედამიწის ზედაპირამდე ვერ მაიღწია, ნაწილი კი წყნარ ოკეანეში ჩავარდა.

 „ტიანგონ-1“-ის გაშვება ჩინეთის მნიშვნელოვანი  ამბიციური  კოსმოსური პროგრამა იყო.

ის ორბიტაზე 2011 წლის 29 სეტქემბერს გაიყვანეს,  2016 წლის მარტში კი სადგურმა მუშაობა საბოლოოდ შეწყვიტა.

2022 წლისთვის ჩინეთი აპირებს გაუშვას მრავალმოდელიანი ორბიტალური სადგური, რომელიც სადგურ „მირისა“ და საერთაშორისო კოსმოსური სადგურის შემდეგ მსოფლიოში მესამე უნდა გახდეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე