ირაკლი ჩიქოვანი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებობს საფრთხე, ანტისახელმწიფოებრივი ღონისძიებებისთვის
საქართველო, თბილისი - 11:24 | 27.11.2015 ნანახია: 2379
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ქართველი ხალხის მიმართ გავრცელებული ვიდეომიმართვის ავტენტურობას იძიებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი გამკაცრებული სასაზღვრო პოლიტიკის დასტურად აცხადებს, რომ მხოლოდ ბოლო ათ დღეში საქართველოში შემოსვლის მსურველი 479 პირი უკან გააბრუნეს. 23 ნოემბერს გავრცელებული მუქარის შემცველი ვიდეოს გარშემო არ წყდება მსჯელობა სოციალურ ქსელებში, პოლიტიკური ოპოზიცია კი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საგანგებო სხდომის გამართვას და შექმნილ ვითარებაში სამოქმედო გეგმის შემუშავებას ითხოვს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შესაძლოა, ISIS-თან კავშირის გამო რამდენიმე პირის სამართლებრივი დევნა დაიწყოს. პოლიტიკური ოპოზიცია, კერძოდ, „თავისუფალი დემოკრატები“ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის შეკრებას მოითხოვენ. საპარამენტო ფრქაცია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ აუცილებელია შესაბამისი ძალოვანი სამსახურების სრული მობილიზება და ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეოზე ასახული პირების იდენტიფიცირება, ასევე კავშირების, მათ მიერ საქართველოს დატოვებისა და შემდგომი შესაძლო ნაბიჯების გამოძიება. „პრაიმნიუსჯორჯია“ ირაკლი ჩიქოვანს ესაუბრა:
- ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მხრიდან გამოთქმული მუქარის საკითხის პარლამენტში განხილვასთან დაკავშირებით, საპრალემენტო უმრავლესობაში სხვადასხვა აზრი არსებობს. ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ამ საკითხში პარლამენტის რაიმე სახით ჩართვა გამართლებული არ არის, რადგან საქმე უკვე აღძრულია და გამოძიების დასრულებამდე, რაიმე დასკვნების გამოტანა მიზანშეწონილი არ არის. გიორგი ვოლსკი კი წინააღმდეგი არ არის, თუკი იგი პარლამენტის ნდობის ჯგუფის მიერ დახურულ რეჟიმში იმსჯელებს. თქვენი აზრით, რა შედეგის მომტანი უნდა იყოს იმ ტექსტის შინაარსის შესახებ საპარლამენტო მსჯელობის გამართვა, რაც საზოგადოებამ „ქართულენოვანი“ მუქარა მოისმინა?
-მე არ ვსაუბრობ მხოლოდ იმ ვიდეოზე, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა, ეს უბრალოდ, ბოლო ფაზა და ეტაპი იყო. დღეს რეალურად, ყველამ დავინახეთ, პრაქტიკულად, ტერორიზმმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არა აქვს საზღვრები და ეს არის ტრანსნაციონალური დანაშაული, რომელსაც ადეკვატური რეაგირება სჭირდება. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, გვაქვს ადგილმდებაროება, რომელიც აკავშირებს ევროპას და აზიას, ახლოს არის კონფლიქტურ რეგიონთან. ასევე მნიშვნელოვანი პრობლემებია სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებით, სრულ პერიმეტრზე, ამას დამატებული, რომ საქართველოს რამდენიმე მოქალაქე სირიის ტერიტორიაზე იმყოფება და იბრძვის ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს და კიდევ ბევრი სხვა რამ. ყველაფერ ამას დავამატებთ რა, ვიდეომასალას, ერთიანი პროცესი გამოდის. რა თქმა უნდა, აღნიშნულ ვიდეო-მასალაზე გამოძიება უნდა გაგრძელდეს, მაგრამ მე ვსაუბრობ იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებენ სახელმწიფო უწყებები ამ პრობლემასთან დაკავშირებით, რადგან ყველას უნდა ქონდეს ნათელი წარმოდგენა, რომ ჩვენი სახელმწიფო იღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი უსაფრთხოების გაღრმავებას. „თავისუფალი დემოკრატების“ საუბარი არის კონკრეტული, რომელიც არ იქნება პოზიცია-ოპოზიციად, ხელისუფლება-არახელისუფლებად გამყოფი, არამედ, ეს არის ყველა ძალის კონსოლიდირების შესაძლებლობა. მე თქვენ დაგისვამდით შეკითხვას, იცით თუ არა, რაიმე სახის ღონისძიება, რომელსაც ჩვენი სახელწიფო ატარებს მას შემდეგ, რაც ასე გააქტიურდა ტერორიზმის საფრთხე ევროპაში? მე მსგავსი ვერაფერი ვნახე, მხოლოდ ზოგადი ფრაზები მოვძებნე, სადაც, უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი, რომელმაც საკუთარი ხელფასის რაოდენობაც კი არ იცის, მეუბნება, რომ ყველაფერს გააკეთებს. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ასეთ ადამიანებს სიტყვა „ყველაფერის“ ადეკვატური მნიშვნელობა ესმოდეთ. ამის მიუხედავად, ყველა უნდა გავრთიანდეთ და საზოგადოებას ავუხსნათ, რომ კონკრეტული ღონისძიებები ხორციელდება. გადახედეთ ევროპის ნებისმიერ სახელმწიფოს, განხორციელდა თუ არა ტერაქტები, აბსოლუტურად ყველა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მოხდა ანალოგიური თავდაცვითი და უშიშროების მიმართულებით მომუშავე საკომიტეტო შეკრება და სახელმწიფო სტრუქტურებმა მათ გააცნეს ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ყველა ინფორმაცია საჯარო არ იქნება, მაგრამ საუბარია იმაზე, რომ ხელისუფლების ერთერთ შტოს, -პარლამენტს ქონდეს ინფორმაცია, თუ რა კეთდება ამასთან დაკავშირებით. ამის შემდგომ მოხდება საჯარო და „საიდუმლოების შესახებ“ კანონის გათვალისწინებით, საზოგადოებისთვის ინფორმაციის გაცნობა, რომ მათ თავი დაცულად იგრძნონ.
-როდესაც ევროპული პარლამენტების მაგალითებზე აკეთებთ აქცენტს, გასათვალისწნებელია, რომ იქ ხმამაღლი პოზიციები დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც საფრანგეთის დედაქალაქში კონკრეტული ტერორისტული აქტები განხორციელდა. ხომ არ ფიქრობთ, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელზეც გლობალური პრობლემების გადაჭრა და პროცესების განვითარება დამოკიდებული არ არის, მიზანშეწონილად არ მიიჩნევს იმ თემების გასაჯაროვებას, რომლზეც შესაძალოა კონფიდენციალურად მუშაობდეს კიდეც?
-ჩვენ კონკრეტულ საქმეებზე ვსაუბრობთ. ხედავს თუ არა საფრთხეს და როგორ აფასებს ჩვენი ხელისუფლება იმ მოვლენებს, რომელიც ვითარდება იგივე საფრანგეთში და ევროპის სხვა დედაქალაქებში. საინტერესოა, ჩვენი სახელმწიფო მოვლენებს რეალურად აფასებს თუ არა, არის თუ არა საფრთხეები მომატებული, ქვეყნისთვის, რომელიც ევროპასთან არის ასოცირებული და მონაწილეობს საერთაშორისო ოპერაციებში, რადგან გვჭირდება ადეკვატური მოქმედებები. მე არ ვამბობ, რომ საქართველოში ხვალ ტერაქტი მოხდება და არც ის არ მინდა, რომ საქართველოს გავლით ისეთმა ადამიანებმა იმოძრაონ, რომლებიც სხვადასხვა დანაშაულებებში შემჩნეული არიან. აქედან გამომდინარე ვამბობდით, ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა სტრატეგიული გადაწყვეტილება იქნებოდა ამ მიმართულებით. ამასთან, მნიშველოვანია საზღვრსი დაცვის თემაც.
- „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ აუცილებელია უსაფრთხოების სამსახურისთვის დაფინანსების გაზრდა, შესაბამისი აღჭურვილობისა და ოპერატიული საშუალებების შეძენა, რადგან საქართველოში ტერორისტული აქტების პირველი სამიზნე ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალები და პრეზიდენტები. აქედან გამომდინარე, აუცილებელია სასწრაფოდ გარდაიქმნას კონტრტერორისტული ცენტრი იმ სტრუქტურად, სადაც თავს მოიყრის ყველა ინფორმაცია, რომელიც განაწილებული იქნება სამართალდამცავ სტრუქტურებში და, რაც მთავარია, ამისთვის გამოყოფილი იქნება შესაბამისი ფინანსები. საინტერესოა უკვე იყო თუ არა, რაიმე სახის მსჯელობა და რამდენად არის მოსალოდნელი, რომ აღნიშნული ინიციატივის განხილვა ხელისუფლებისთვის საინტერესო საკითხი გახდება?
-ამას ვითხოვდით მანამდე, ვიდრე ტერორიზმის საფრთხე გამძაფრდებოდა. პირადად მე, ვიდეო-მასალასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომას კი არა, ზოგადად უსაფროებასთან დაკავშირებული ვითარებისა და გარმოების საკითხების განხილვას ვითხოვ. როდესაც პირველი ტერაქტები მოხდა, მაშინვე ვთქვით, რომ უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციები უნდა გაძლიერდეს კონკრეტულად, ანტიტერორისტული მიმართულებით. ეს არის ჩვენი მოსაზრება და მათვე ვთავაზობთ შესაძლებლობას, რაც ვიცით, გაგვიკეთებია და გამოცდილებაც გვაქვს. მე ვერ ვხედავ ხელისუფლების მხრიდან, რომ ეს მზაობა არსებობს.
- ტერირისტულ ჯგუფთა ნაკადი, რომელიც ახლო აღმოსავლეთიდან შუაგულ ევროპაში აღმოჩნდა, თავად ირჩევენ სამოქმედო სამიზნეებს. ყოველგვარი პოლტიკური კონიუნქტურების გარეშე, რამდენად რეალურად ხედავთ საქართველოს პოტენციურ საფრთხეებს, საქართველოს საგარეო პრიპრიტეტების გათვალისწინებით, რამდენად არის მოსალოდნელი, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ინტერესებში საქართველოში მსგავსი ქმედებების განხორციელება შევა?
-პირველ რიგში გეტყვით, რომ საქართველოსთვის ტერორისტული აქტების პირდაპირი და გარდაუვალი საფრთხე არ არსებობს. ეს ჩემი შეფასებაა. საქართველსოთვის არსებობს რიგი საფრთხეები და მათ შორის ის, რომ შესაძლოა, იგი გამოყენებული იქნას, როგორც სატრანზიტო ქვეყანა. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებულ წინადადებას, ჩვენ ამ კონტექსტში ვსვამთ. აუცილებელია კონტროლის გაძლიერება არა მხოლოდ სასაზღვრო პუნქტების, არამედ სახელმწიფოს მთელ პერიმეტრზე, უნდა გვყავდეს მეგობარ სახელმწიფოებთან პერმანენტული მეკავშირეობის წევრი უსაფრთხოების ინფორმაციის საკითხებში და უნდა გაძლიერდეს უსაფრთხოების სამსახურების შესაძლებლობები ანტიტერორისტული მიზნებისათვის.
- არაოფიციალურად გახდა ცნობილი, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრთა ქართულენოვანი მუქარა თავდაპირველად რუსულენოვან საიტზე გამოჩნდა, რის შემდეგაც მისი ტირაჟირება ქართულ მედია- საიტებზე მოხდა. ფიქრობთ თუ არა, რუსეთის მხრიდან ოკუპირებული რეგიონებიდანარსებულ პოტენციურ საფრთხეზე და რამდენად შეიძლება მას რუსეთის ინტერებთან ქონდეს კავშირი?
-მე არავის პოზიციაზე კომენტარს არ გავაკეთებ, მაგრამ გეტყვით ჩემს მოსაზრებას. ნებისმიერი ოკუპიებული ტერიტორიები, რომელზეც არსებობს კვაზი სახელმწიფოები და აბსულუტურად არალეგიტიმური ხელსიუფლებები, სადაც პრაქტიკულად არ არსებობს გამართული სახელმწიფო ორგანოები, ყოველთვის არსებობს პოტენციური საფრთხე, როგორც კრიმინალური, ისე სხვა ნებისმიერი ანტისახელმწიოფებრივი მოქმედებებისა და ღონისძიებებისათვის.
- იმის გარდა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, საინტერესეოა, რამდენად არის საქართველოში ვითარების დაძაბვა დამოკიდებული მსოფლიოს დიდი სახელმწიფოებზე და იქ მიმდინარე მოვლენებზე?
-ჩვენ ნურავის დაველოდებით საკუთარი საშინაო დავალების შესასრულებლად. უკვე გითხრით, რომ ჩვენს წინადადებებში შედის ინტენსიური დიალოგი პარტნიორ ქვეყნებთან, მაგრამ ჩვენ ვერ დავჯდებით და ვერ დაველოდებით, რა მოხდება სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე. ჩვენ პასუხისმგებელი უნდა ვიყოთ, რომ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე არაფერი მოხდეს.
”პრაიმნიუსჯორჯია”, ხათუნა ხატიაშვილი
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- ომი სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს - დაწყება ადვილია, გამოსვლა კი - ძნელი - კაია კალასი
- მსოფლიო პატრიარქი, მღვდელთავრებთან ერთად, პატრიარქს წესს აუგებს - მამა იოვანე
- ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს - მარკო რუბიო
- პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















