შეიარაღებულმა მამაკაცმა სუპერმარკეტში მძევლები აიყვანა

საქართველო, თბილისი - 14:56 | 23.03.2018
ნანახია: 1197

 საფრანგეთში უცნობმა პირმა სუპერმარკეტში მძევლები აიყვანა. ინციდენტი ოდის დეპარტამენტში მოხდა. ამის შესახებ ტელეარხი BFMTV იტყობინება.

გავრცელებული ცნობით, მამაკაცი შეიარაღებულია.

პოლიცია სპეცოპერაციას ატარებს. ოპერაციის ადგილი სამართალდამცველებით არის გარშემორტყმული. დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ბოლო ინფორმაციით, მამაკაცმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე