ევროკავშირმა ბრიტანეთს „სკრიპალის საქმეში“ მხარი დაუჭირა

საქართველო, თბილისი - 10:08 | 23.03.2018
ნანახია: 886

ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები ოფიციალურად დათანხმდნენ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას იმის შესახებ, რომ რუსეთი მაღალი ალბათობით პასუხიმგებელია სოლსბერიში ყოფილ აგენტ სერგეი სკრიპალზე ქიმიურ თავდასხმაში.  

ბრიუსელში გვიან ღამემედე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რიომლის თანახმად, ევროპის საბჭომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სოლსბერის ინციდენტს სხვა რაიმე ახსნა არ გააჩნია.

" „ჩვენ მხარს ვუჭერთ გაერთიანებულ სამეფოს ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების ამ თავხედურ გამოწვევაში“, - ნათქვამია ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.

ევროკავშირმა რუსეთში თავისი მუდმივი წარმომადგებელი მოსკოვიდან კონსულტაციებისთვის გაიწვია.

მოსკოვი ამ ინციდენტთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე