ლავროვი თანამდებობას ტოვებს

საქართველო, თბილისი - 18:02 | 21.03.2018
ნანახია: 862

სერგეი ლავროვი დატოვებს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას და არ მოხვდება ახალი ხელისუფლების გუნდში, რომელსაც ვლადიმერ პუტინი უახლოესი ხანში შექმნის. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის შიდა პოლიტიკური წყაროები ამტკიცებენ, რომ ლავროვი თანამდებობის დატოვებას უკვე რამდენიმე წელია აპირებს და ამის უმთავრეს მიზეზად გადაღლილობას ასახელებს. თუმცა, მან პრეზიდენტის თხოვნით მიიღო გადაწყვეტილება ემუშავა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

ცნობისთვის, სერგეი ლავროვი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2004 წლიდან იკავებს.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე