ხვალ, თბილისს ბელარუსის პრეზიდენტი ეწვევა
საქართველო, თბილისი - 17:58 | 21.03.2018 ნანახია: 1050
თბილისს ხვალ ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო დელეგაციასთან ერთად ეწვევა.
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ბელარუსის დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან, მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას კი, მედიას განცხადებების სახით წარუდგენენ.
ვიზიტის ფარგლებში შედგება ერთობლივ დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონია, რომელიც საქართველოს და ბელარუსის რამდენიმე სახელმწიფო უწყებას შორის გაფორმდება, მათ შორის ხელი მოეწერება თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს - საქართველოს ეროვნულ საპარლამენტო ბიბლიოთეკასა და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის; შეთანხმებას - ქალაქ რუსთავსა და ქალაქ ჟოდინოს შორის, რეგიონთაშორისი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას - იმერეთის რეგიონსა და გომელის ოლქს შორის; მემორანდუმს - საქართველოს "საპარტნიორო ფონდსა" და "ბელარუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკს" შორის; საბანკო ზედამხედველობის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმს - საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ ბანკს შორის; მემორანდუმს - საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ ბანკს შორის; უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის განვითარების პროგრამას საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის; „საგზაო რუკას" ჯანდაცვისა და სამედიცინო მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის რეალიზაციის თაობაზე შეთანხმებას - საქართველოს შრომის, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს შორის; განზრახულობათა ოქმს თანამშრომლობის თაობაზე საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შორის; შეთანხმებას მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის;
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს საპატრიარქოში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ილია მეორესთან.
ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის პერიოდში, თბილისში მინსკის დღეები და საქართველო -ბელარუსის ბიზნესფორუმი
პოლიტიკა
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
საზოგადოება
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
მსოფლიო
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
- ჯეი დი ვენსი უნგრეთში ჩავიდა
- ირანი მოუწოდებს სტუდენტებს, პროფესორებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















