ვაინშტაინის კომპანიამ თავი ბანკროტად გამოაცხადა

საქართველო, თბილისი - 15:02 | 20.03.2018
ნანახია: 908

სკანდალურად ცნობილი პროდიუსერ  ჰარვი ვაინშტაინის კომპანიამ Weinstein Company (TWC), გაბანკროტების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ Variety იუწყება.

კომპანიაში განაცხადეს, რომ მზად არიან Lantern Capital-ის აქტივები გაყიდონ. გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კომპანიამ Weinstein Co.-ს აქტივები შესაძლოა 300-450 დოლარად გასცეს.

მანამდე Weinstein Co. უნდა ეყიდა ინვესტორთა ჯგუფს, რომელსაც ობამას ადმინსტრაციის მცირე ბიზნესის საკითხების ფედერალური მართვის ყოფილი უფროსი მარია კონტრერას-სუიტი ხელმძღვანელობდა, თუმცა შემდეგ მისი შეძენა გადაიფიქრა.

გასული წლის ბოლოს პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი ჰოლივუდში სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულების  გამო პერსონა ნონ-გრატად გამოცხადდა.

ვაინშტაინი სექსუალუტ შევიწროებაში 60-ზე მეტმა ქალმა დაადანაშაულა, რის შემდეგაც ის ამერიკისა და ბრიტანეთის კონოაკადემიიდან, ასევე პროდიუსერების გილდიიდან გარიცხეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე