კიშინიოვში აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 14:10 | 20.03.2018
ნანახია: 870

მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვის ცენტრში აფეთქება მოხდა.
პოლიციის ცნობით, ინციდენტი პროდუქტების მაღაზიაში მოხდა, დაიღუპა ორი ადამიანი.

კიშინიოვის ცენტრი გადაკეტილია.

თვითმხილველთა მტკიცებით, მაღაზიის გამყიდველსა და მომხმარებელს შორის კონფლიქტი მოხდა. მამაკაცს პორდუქტის უფასოდ წაღება სურდა, რაზეც მან უარი მიიღო. შედეგად ის მაღაზიიდან გამოვიდა და ყუმბარა ააფეთქა.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე