ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ქალმა დედას თვალები ამოსთხარა და მოკლა

საქართველო, თბილისი - 13:14 | 20.03.2018
ნანახია: 1114

ამერიკის ფლორიდის შტატში ქალმა დედას შუშის ნატეხით თვალები ამოსთხარა და მოკლა. ამის შესახებ ტელეარხი Fox News-ი იუწყება.

გავრცელებული ცნობით, 32 წლის კამილა ბალი 55 წლის დედის ფრანცისკა მონტეირო ბალის მკვლელობისთვის დააკავეს. აღნიშნულია, რომ დანაშაულის დროს კამილა სინთეტიკურ ნარკოტიკთან ერთად კანაფის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

დაკავების დროს კამილა ყვიროდა: „მე მკვლელი ვარ! მკვლელი ვარ! მე მოვკალი დედაჩემი, დამეხმარეთ!“ პოლიციელებმა მოკლული ქალის თვალები ავტოფარეხში მუყაოს ყუთში იპოვეს. სამართალდამცველებმა გარდაცვლილის სხეულზე შუშის ნატეხით  მიყენებული ჭრილობები აღმოაჩინეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით კამილას ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შემოწმდეს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე