პოლონეთის ლიდერი პუტინს საპრეზიდენტო არცჩევნებში გამარჯვებას არ მიულოცავს

საქართველო, თბილისი - 12:47 | 20.03.2018
ნანახია: 949

ანჯეი დუდა ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას არ მიულოცავს. ამის შესახებ კანცელარიის უფროსმა კშიშტოფ შერსკიმ რადიოსადგურ RMF FM-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, დუდას მიაჩნია რომ მილოცვისთვის ახლა საუკეთესო მომენტი არ არის.

ამასთან შერსკიმ არ გამორიცხა, რომ პოლონეთის ლიდერი პუტინს ფორმალურ დიპლომატიურ მილოცვას ინაუგურაციის დღეს გაუგზავნის.

გავრცელებული ინფორმაციით, დუდა რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნასაც  არ დაესწრება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე