გოგონა Nokia-ს სმარტფონის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 12:31 | 20.03.2018
ნანახია: 1228

ინდოელი გოგონა სმარტფონის აფეთების შედეგად გარდაიცვალა. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ის ტელეფონით საუბრობდა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

18 წლის უმა ორამმა Nokia-ს ტელეფონი დასატენად ჩართო, ისე რომ სმარტფონით საუბარი არ შეუწყვეტია. მოულოდნელად აფეთქების ხმა გაისმა და გოგონა უგონოდ დაეცა.

შემთხვევის შედეგად უმამ მკერდის, ხელებისა და ფეხების მძიმე დამწვრობა მიიღო. დასახმარებლად მისულ ექიმებს ის უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

Nokia 5233-ის მოდელის ტელეფონი 2010 წელს იყო გამოშვებული. ფინური კომპანიის წარმომადგენლებმა გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე