31 წლის ქალს შვილების მკვლელობისთვის 120 წელი მიუსაჯეს

საქართველო, თბილისი - 12:17 | 20.03.2018
ნანახია: 1117

ამერიკის ინდიანას შტატის მცხოვრებ ქალს 120 წელი ორი შვილის მკვლელობისთვის მიუსაჯეს. მან ქალიშვილი და ვაჟი სასიკვდილოდ იმის გამო გაიმეტა, რომ ქმარმა მასთან განქორწინება გადაწყვიტა. ამის შესახებ New York Post-ი წერს.

გამოცემის ცნობით, 31 წლის ბრენდი უორლიმ 7 წლის ვაჟისა და სამი წლის ქალიშვილის მკვლელობის დანაშაული აღიარა. ინციდენტი 2016 წლის ნოემბერში მოხდა. ქალმა თავისი შვილები იმის გამო მოკლა, რომ ისინი განქორწინების შემდეგ ქმარს არ დარჩენოდა. ტრაგედია იმ დროს მოხდა, როდესაც ქმარს ეძინა.

მსჯავრდებულს განაჩენზე კომენტარი არ გაუკეთებია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე