ტეხასში ორი აფეთქება მოხდა

საქართველო, თბილისი - 10:25 | 19.03.2018
ნანახია: 893

ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში აფეთქებების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

ტელეარხ KMOV-ის ცნობით ორი აფეთქება მოხდა.

დაშავებულები ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რამდენიმე დღის წინ ოსტინის ერთ-ერთ საცხოვრებელს სახლში ამანათი აფეთქდა. აქვს თუ არა კავშირი მასთან ამ ორ აფეთქებას, ჯერჯერობით უცნობია.

ტეხასის შტატის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა 15 ათასი დოლარის ჯილდო დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც აფეთქებების სერიაში მონაწილეთა დაკავებაში დაეხმარებათ.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე