მოსკოვმა 23 ბრიტანელი დიპლომატი "პერსონა ნონ-გრატად" გამოაცხადა

საქართველო, თბილისი - 13:27 | 17.03.2018
ნანახია: 885

მოსკოვმა, ლონდონის საპასუხოდ, 23 ბრიტანელი დიპლომატი "პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და მათი ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ეს გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს ელჩს რუსეთში ლოურენს ბრისტოუს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გააცნეს. გაერთიანებული სამეფოს საელჩოს 23 თანამშრომელმა ქვეყანა უახლოეს დღეებში უნდა დატოვონ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მოსკოვმა ლონდონის ბოლოდროინდელი ქმედებების პასუხად მიიღო.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც ბრიტანეთის მთავრობამ ყოფილი ჯაშუშის სკრიპალის და მისი ქალიშვილის ქიმიური ნივთიერებით მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა, ტერეზა მეიმ 23 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა, გააუქმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის ვიზიტი ლონდონში და რუსეთთან უმაღლესი დონის ურთიერთობები გაწყვიტა.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე