დონალდ ტრამპი უმცროსი და მისი მეუღლე განქორწინდნენ

საქართველო, თბილისი - 17:54 | 16.03.2018
ნანახია: 933

დონალდ ტრამპი უმცროსი და მისი მეუღლე ვანესა ტრამპი განქორწინდნენ. გაყრის შესახებ განცხადება მათ გუშინ გააკეთეს. აღნიშნული ინფორმაციას New York Times-მა გაავრცელა.

„12 წლიანი ქორწინების შემდეგ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ცხოვრება დამოუკიდებლად, ერთმანეთის გარეშე გავაგრძელოთ. ერთმანეთის მიმართ შევინარჩუნებთ პატივისცემასა და მეგობრულ ურთიერთობას, გვყავს ხუთი უმშვენიერესი შვილი, რომლებიც ჩვენთვის ყველაზე პრიორიტეტულები არიან. ამავე დროს, ჟურნალისტებს ვთხოვთ, პატივი სცენ ჩვენი პირადი ცხოვრების კონფიდენციალობას“ - ნათქვამია განცხადებაში.

თეთრს სახლს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე