სერიული მკვლელი „წინდით გამგუდველი“ სიკვდილით დასაჯეს

საქართველო, თბილისი - 10:43 | 16.03.2018
ნანახია: 1275

ამერიკის ჯორჯიის შტატის ხელისუფლებამ სიკვდილით დასაჯა სერიული მკვლელი, რომელიც „წინდით გამგუდველის“ სახელით იყო ცნობილი. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეარხი WRBL იტყობინება.

67 წლის მსჯავრდებულის განაჩენი სასიკვდილო ინექციის  მეშვეობით აღასრულეს. ციხეში, სადაც დამნაშავე იმყოფებოდა, განაცხადეს, რომ მან უკანასკნელ ვახშამზე უარი თქვა.

კარლტონ გერის სასჯელის უმაღლესი ზომა 1986 წელს სამი ხანდაზმული ქალის გაუპატიურებასა და მკვლელობისთვის შეეფარდა.

მბრალდებლები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ გერი კიდევ სულ მცირე ცხრა ქალზე თავდასხმაში მონაწილეობდა, რომელიც 1977 და 1978 წლებში მოხდა. მსხვერპლთა უმეტესეობა გერიმ ქალის წინდით გაგუდა, ცხრიდან შვიდი ქალი გარდაიცვალა.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე