ერაყში ამერიკული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს

საქართველო, თბილისი - 09:57 | 16.03.2018
ნანახია: 983

ერაყში ამერიკული საჰაერო  ხომალდი ჩამოვარდა.

CNN-ის  ცნობით, აშშ-ის სამხედრო  ვერტმფრენი  სირიის საზღვართან ჩამოვარდა. ბორტზე შვიდი ადამიანი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ვერტმფრენი HH-60 Black Hawk-ი ჩამოაგდეს.

HH-60 Black Hawk-ი მრავალფუნქციური მოდიფიკაციის ვერტმფრენია, რომელიც ძირითადად სამხედროების სამედიცინო ევაკუაციისთვის გამოიყენება.  

ტელეარხ ABC-ის ცნობით, ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ 2014 წელს დაწყებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ ამერიკული ვერტმფრენის კატასტროფის პირველი შემთხვევაა.

დღეისათვის ერაყში 5 200 ამერიკელი სამხედრო იმყოფება, რომლებიც ერაყის არმიას და უსაფრთხოების ძალებს ტერორისტებთან ბრძოლაში ეხმარებიან.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე