მეიმ, ტრამპმა, მერკელმა და მაკრონმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს

საქართველო, თბილისი - 19:00 | 15.03.2018
ნანახია: 982

დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და სოლსბერის ინცინდენტი რუსეთის მხრიდან დიდი ბრიტანეთის სუვერენიტეტის დარღვევად შეაფასეს.

მათ მოუწოდეს  რუსეთს, ბოლომდე გაამჟღავნონ ინფორმაცია ყოფილი ჯაშუშის მოწამვლისა და ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების გამოყენების შესახებ.

 „ჩვენ მოუწოდებთ რუსეთს გვიპასუხონ ყველა კითხვაზე, რაც სოლსბერის ინცინდენტს შეეხება. რუსეთი ვალდებულია წარადგინოს დეტალური ანგარიში ქიმიური ნივთიერების დამზადების პროგრამის შესახებ - ნათქვამია ოთხი ქვეყნის ლიდერთა განცხადებაში.

ბრიტანული მხარე ამტკიცებს, რომ ქიმიური ნივთიერება, რომელიც გამოყენებული იყო ყოფილი პოლკოვნიკისა და მისი ქალიშვილის წინააღმდეგ, რუსეთში იწარმოება.

შეგახსენებთ, რომ ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ განცხადება უკვე გააკეთა. დიდმა ბრიტანეთმა მიიღო გადაწყვეტილება 23 რუსი დიპლომატის ბრიტანეთიდან გაწვევის და ყველა სახის ორმხრივი ურთიერთობის უმაღლეს დონეზე შეჩერების შესახებ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე