თვითმფრინავიდან ოქროს ზოდები ჩამოცვივდა

საქართველო, თბილისი - 16:58 | 15.03.2018
ნანახია: 2546

რუსეთში იაკუტსკის აეროპორტში სატვირთო თვითმფრინავს აფრენისას ლუქი გაეხსნა და ოქროს ზოდები ჩამოცვივდა.

ინციდენტის გამო თვითმფრინავის ეკიპაჟმა მიწაზე დაშვება გადაწყვიტა.

ოქროს ზოდების გარდა, თვითმფრინავს პლატინა და ბრილიანტებიც გადაჰქონდა. სამართალდამცველება მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრეს და ეროპორტში უმკაცრესი კონტროლი დააწესეს.

თანამშრომლებმა აეროპორტის შემოგარენში172 ოქროს ზოდი იპოვეს, თითოეული მათგანი 20 კგს-ს იწონიდა. ბორტზე 21,6 მლრდ რუბლის ღირებულების ოქრო იყო მოთავსებული.  


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე