ბრიტანეთის პარლამენტმა კიდევ ერთი საეჭვო გზავნილი მიიღო

საქართველო, თბილისი - 16:44 | 15.03.2018
ნანახია: 1058

ლონდონის  პოლიცია უკვე მესამე საეჭვო გზავნილს ამოწმებს, რომელიც პარლამენტმა მიიღო. პოლიციის განცხადებით პრევენციის მიზნით ექიმებს ორმა ქალმა მიმართა.
საეჭვო გზავნილი ვესტიმინსტერის სასახლის ერთ-ერთ ოფისში მიიტანეს.

სამართლდამცველთა ინფორმაციით, სპეციალისტები პაკეტს ამოწმებენ.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს უკვე მესამე გზავნილია, რომელიც პარლამენტმა მიიღო. პირველი ორი უსაფრთხო აღმოჩნდა.

საეჭვო გზავნილები ბრიტანეთის პარლამენტს სოლსბერიში სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის შემდეგ გაუგზავნეს.  




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე