რუსეთი გვერდზე უნდა გადგეს და მოკეტოს - ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

საქართველო, თბილისი - 16:27 | 15.03.2018
ნანახია: 1389

ლონდონი მოსკოვის რეაქციას ელოდება დიპლომატების გაძევებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გევინ უილიამსონმა განაცხადა.

„რას მოვიმოქმედებთ - დავაკვირდებით რუსეთი რა პასუხს გასცემს იმას, რაც ჩვენ გავაკეთეთ.  სრულიად სასტიკი და აღმაშფოთებელი აქტია, რაც რუსეთმა სოსლბერიში მოაწყო. ჩვენ ამაზე ვუპასუხეთ. სიმართლე გითხრათ, რუსეთი გვერდზე უნდა გადგეს  და მოკეტოს“, - განაცხადა უილიამსონმა ბრისტოლში სიტყვით გამოსვლისას.

უილიამსონმა ასევე აღნიშნა, რომ ლონდონი რუსეთის საპასუხო ნაბიჯებს გულდასმით შეაფასებს.

„მაგრამ არასწორი იქნება მათ პასუხს შეფასება  ნაადრევად მივცეთ“, - დასძინა მან.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე