რუსეთი ლონდონს პასუხს მალე გასცემს - სერგეი ლავროვი

საქართველო, თბილისი - 16:09 | 15.03.2018
ნანახია: 1129

მოსკოვის მიმართ ლონდონის მიერ მიღებულ ზომებს რუსეთი პასუხს მალე გასცემს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„პასუხი მალე იქნება, გარწმუნებთ, ამ პაუსხს, ჩვენ როგორც თავაზიანი ადამიანები ჯერ ჩვენს ბრიტანელ კოლეგებს ვაცნობებთ,“- განაცხადა ლავროვმა.

ყოფილ ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს ნერვულ-პარალიტური ნივთიერებით მოწამლეს. დღეისათვის ისინი კომატოზურ მდგომაროებაში იმყოფებიან.

ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ მოსკოვი სამეფოს ტერიტორიაზე ძალების უკანონი გამოყენებაში დაადანაშუალა და რუსეთის წინააღმდეგ სხვადსხვა სანქციის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე