მამაკაცმა საავადმყოფოში ცეცხლი გახსნა - არის მსხვერპლი

საქართველო, თბილისი - 13:47 | 15.03.2018
ნანახია: 1401

ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა ამერიკაში ალაბამას შტატის ქალაქ ბირმინგემის საავადმყოფოში მომხდარი სროლისას. მსროლელმა თავი მოიკლა. ამის შესახებ პორტალი AL.com- იუწყება.

ინციდენტი UAB Hospital Highlands-ის ტერიტორიაზე მოხდა. უცნობი შეიარაღებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში შევიდა და ორ ადამიანს ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

დაჭრილები საავადმყოფოში მოათავსეს. მოგვიანებით ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მეორე დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია. მსროლელისა და მისი მსხვერპლის ვინაობა უცნობია. პოლიცია მომხდარის მიზეზებს არკვევს.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე