პარიზი უარს ამბობს მოსკოვის დადანაშაულებაზე

საქართველო, თბილისი - 12:00 | 15.03.2018
ნანახია: 916

საფრანგეთმა ყოფილი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის მოწამვლაში ლონდონის მიერ რუსეთის დადანაშაულებას ერთმნიშვნელოვნად მხარი არ დაუჭირა. ამის შესახებ The Times-ი იტყობინება.

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პრეს-მდივნის თქმით, პარიზი ჯერ მზად არ არის აღნიშნულ საქმეზე თავისი საბოლოო პოზიცია გამოხატოს.

 „ჩვენ არ ვართ დაკავებული წარმოსახვითი პოლიტიკით. როგორც კი მტკიცებულება გაჩნდება, ჩვენს გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - განაცხადა ბენჯამინ გრივომ  და დასძინა, რომ სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლა სერიოზული ქმედებაა საფრანგეთის სტრატეგიული პარტნიორის - დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ, მაგრამ პარიზი მოსკოვის წინააღმდეგ ბრალდებების მტკიცებულებებს დაელოდება.


პოლიტიკა