ავიაკომპანია Emirates-ის ეკიპაჟის წევრი თვითმფრინავიდან გადახტა

საქართველო, თბილისი - 11:34 | 15.03.2018
ნანახია: 1182

ავიაკომპანია Emirates-ის ეკიპაჟის წევრი უგანდაში ენტებეს  აეროპორტში თვითმფრინავიდან გადახტა და სერიოზული ტრავმები მიიღო.

ეკიპაჟი ასაფრენად ემზადებოდა, როდესაც ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზებით ავარიული გასასვლელი გაიღო. დაშავებული ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ეკიპაჟის წევრის დაზიანებები სიცოცხლისთვის სახიფათოა.

დაწყებულია ინციდენტის გამოძიება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე