თეთრი სახლი მხარს უჭერს ბრიტანეთს რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილებაში

საქართველო, თბილისი - 11:04 | 15.03.2018
ნანახია: 894

თეთრმა სახლმა მხარი დაუჭირა დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას  ყოფილი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის მოწამვლაში რუსეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით,  23 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ.

„აშშ მხარს უჭერს უახლოეს მოკავშირეს დიდი ბრიტანეთს. აშშ იზიარებს დიდი ბრიტანეთის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი პასუხისმგებელია  ნერვულ-პარალიტური ნივთიერებით ბრიტანეთის მოქალაქესა და მის ქალიშვილზე თავდასხმაში. ჩვენ დიდი ბრიტანეთს მხარს ვუჭერთ საპასუხოდ რუსი დიპლომატების  გაძევების გადაწყვეტილებაში“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის ბოლო ქმედებები შეესაბამება მოდელს, რომლის თანახმად, რუსეთი საერთაშორისო სამართლის საფუძველზე დაფუძნებული წესრიგის იგნორირებას ახდენს. ლახავს სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას მთელს მსოფლიოში.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე