Versace-მ ნატურალური ბეწვის გამოყენებაზე უარი თქვა

საქართველო, თბილისი - 10:14 | 15.03.2018
ნანახია: 935

მსოფლიოში ცნობილი იტალიური მოდის სახლის Versace-ს ხელმძღვანელმა დონატელა ვერსაჩემ ტანსაცმლისა და აქსესუარების შესაქმნელად ნატურალური ბეწვის გამოყენებაზე უარი თქვა. მან ამის შესახებ ჟურნალ 1843-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ბეწვი? მე ამაში არ ვმონაწილეობ. არ მინდა ცხოველების მოკვლა, იმისათვის, რომ მოდა შევქმნა. ეს არასწორია“, - განაცხადა ვერსაჩემ.

მანამდე მოდის ბრენდებმა Michael Kors-მა და Jimmy Choo-მ ანალოგიური გადაწყვტეილების შესახებ განაცხადეს. მოდის სახლებს შორის, რომლებმაც ნატურალურ ბეწვზე უარი თქვეს ასევე არიან Armani, Calvin Klein-ი, Hugo Boss-ი, Ralph Lauren-ი Gucci.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე