მამაკაცი, რომელიც ანგელა მერკელს მიეჭრა, დააკავეს

საქართველო, თბილისი - 16:06 | 14.03.2018
ნანახია: 862

მამაკაცი, რომელიც გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს ბუნდესტაგის შენობიდან გამოსვლისას მიუახლოვდა, დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი გაურკვეველ ენაზე ყვიროდა და მერკელთან მიახლოებას ცდილობდა. მამაკაცის ქმედების მოტივები უცნობია. ის იმ დროს დააკავეს, როდესაც მერკელი ავტომობილში ჯდებოდა, რათა პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის რეზიდენციაში წასულიყო, სადაც ის პრეზიდენტს თანამდებობაზე უნდა დეამტკიცებინა.

ბუნდესტაგმა ანგელა მერკელი დღეს გერმანიის კანცლერად მეოთხედ აირჩია.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე