ტაკეში კიტანო თავის კომპანიას ტოვებს

საქართველო, თბილისი - 16:00 | 14.03.2018
ნანახია: 1214

იაპონელი რეჟისორი და მსახიობი ტაკეში კიტანო მარტის ბოლოს თავის მიერ დაფუძნებულ სააგენტოს - Office Kitano - დატოვებს და დამოუკიდებელ მოღვაწეობას გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა Varierty ავრცელებს.

ტაკეში კიტანომ Office Kitano მასუკი მორისთან ერთად 1988 წელს დააფუძნა და ამ წლების განმავლობაში უამრავი ცნობილი მსახიობის აღმოჩენასა და ფილმების გადაღებაში მიიღო მონაწილეობა.

Variety-ის ცნობით ტაკეში კიტანოს გარეშე კომპანიის მომავალი ბუნდოვანია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე