ირანული ავიაკომპანია ქალი პილოტების მიღებას გეგმავს

საქართველო, თბილისი - 15:42 | 14.03.2018
ნანახია: 946

მსხვილმა ირანულმა ავიაკომპანია Iran Air-მა  სამსახურში ქალი პილოტების აყვანა გადაწყვიტა. ამის შესახებ ირანული გაზეთი Tehran Times-ი წერს.

 „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  ჩვენს თანამშრომლებს შორის იყვნენ ქალი პილოტები“, -  განაცხადა ავიახაზების დირექტორმა ფარზანე შარაფბაფიმ.

ყოველ წელს Iran Air-ის ხელმძღვანელობა ვაკანსიებს აცხადებს, წელს აქცენტი გაკეთებული იქნება ქალების  მიღებაზე პილოტების რანგში.

ამ დროისათვის კომპანიის თანამშრომელთა 16 პროცენტს ქალები შეადგენენ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე