მასწავლებელმა მოსწავლეების თანდასწრებით კუს ლეკვი აჭამა

საქართველო, თბილისი - 15:21 | 14.03.2018
ნანახია: 945

ამერიკის აიდაჰოს შტატში სკოლის მასწავლებელმა რობერტ კროსლენდმა დამატებითი მეცადინეობის დროს კუს ძაღლის ლეკვი აჭამა.

ზოგიერთი მონაცემით, ლეკვი ცოცხალი იყო.

ადგილობრივმა აქტივისტებმა კროსლენდი ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობაში დაადანაშაულეს და პოლიციას მიმართეს.

მოსწავლეების მშობლებმა კროსლენდის მხარე დაიჭირეს და აღნიშნეს, რომ ლეკვი „დეფორმირებული“ იყო და მალე მოკვდებოდა.

მათი თქმით, კროსლენდი ბიოლოგიის საუკეთესო მასწავლებელია.

ფრანკლინის ოლქის შერიფმა დევიდ ფრაიარმა განაცხადა, რომ პოლიცია ფაქტს გამოიძიებს და შედეგებს პროკურორს გადასცემს, რომელიც გაარკვევს, დაარღვია თუ არა კანონი მასწავლებელმა. გამოძიების პარალელურად კროსლენდს სკოლიდან არ გაათავისუფლებენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე