ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერად მეოთხედ აირჩიეს

საქართველო, თბილისი - 13:19 | 14.03.2018
ნანახია: 1079

ბუნდესტაგმა ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერად მეოთხედ აირჩიეს. მას მხარი დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა.
„ანგელა მერკელმა საჭირო უმრავლესობა მიიღო, ის არჩეულია კანცლერად“, - განაცხადა ბუნდესთაგის თავმჯდომარემ ვოლფანგ შოიბლემ.

ფარული კენჭისყრის შედეგებს დეპუტატები აპლოდისმენტებით შეხვდნენ. ბუნდესტაგის საპატიო ტრიბუნაზე  იმყოფებოდნენ მერკელის მეუღლე იოაჰიმ ზაუერი და კანცლერის 89 წლის დედა გერლინდ კასნერი.

მერკელის კანდიდატურა ქვეყნის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა წამოაყენა.

უნდა აღინიშნოს, რომ ანგელა მერკელი პირველი და ერთადერთი ქალია გერმანიის ისტორიაში კანცლერის თანამდებობაზე.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე