გიორგი კვირიკაშვილი - გზა, რომელიც ავირჩიეთ, ბაკურიანს და დიდ მიტარბს აქცევს ერთ-ერთ განვითარებულ სამთო-სათხილამურო კურორტად
საქართველო, თბილისი - 12:45 | 14.03.2018 ნანახია: 1040
მთავრობა დიდი მიტარბის ქალაქმშენებლობის გეგმას ამტკიცებს, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, დოკუმენტი დიდი მიტარბის არეალის გეგმაზომიერ განვითარებას ითვალისწინებს.
პრემიერის თქმით, საუბარია, როგორც საცხოვრებელი ზონის განვითარებაზე, ისესასრიალო ტრასების სიგრძის გაზრდასა და ბაკურიანი-დიდი მიტარბის მთელი კომპლექსის სასრიალო ტრასების ერთმანეთთან დაკავშირებაზე.
„ეს გეგმა და ის გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, ბაკურიანს და დიდ მიტარბს აქცევს ერთ-ერთ ულამაზეს, ყველაზე თანამედროვე და განვითარებულ სამთო-სათხილამურო კურორტად, მაგრამ არა მხოლოდ ზამთრისთვის, არამედ ოთხი სეზონისთვის. საუბარია დიდი მიტარბის მიმართულებით 5 000 საწოლი ადგილის განვითარებაზე, ასევე იქ იქნება კვების ობიექტები, სარეკრეაციო სივრცე, ადმინისტრაციული შენობები და ა.შ. დიდი მოცულობის სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურა, სპორტული კომპლექსები, კინოთეატრები, ველოპარკები, განვითარდება ძირითადად ბაკურიანში და მთლიანობაში, ეს კომპლექსი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრი საქართველოში ტურიზმისათვის. ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ ეს განვითარება მოიტანს ბაკურიანში, დიდ მიტარბში და როგორც ჩვენ გვაქვს განსაზღვრული, 100 კილომეტრის რადიუსში მცხოვრები ადამიანების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და ყველა ადამიანის ცხოვრების დონეზე ძალიან დადებითი ზეგავლენა ექნება“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პოლიტიკა
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
საზოგადოება
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
მსოფლიო
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
- ჯეი დი ვენსი უნგრეთში ჩავიდა
- ირანი მოუწოდებს სტუდენტებს, პროფესორებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















