ტერეზა მეის მიერ მოსკოვისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა

საქართველო, თბილისი - 11:58 | 14.03.2018
ნანახია: 876

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მიერ რუსეთისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. ტერეზა მეიმ მოსკოვის წინააღმდეგ კონკრეტული ზომების შესახებ შესაძლოა დღეს განაცხადოს. საქმე რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლას ეხება, რაშიც ლონდონი რუსეთის ხელს ხედავს. მეიმ უკვე განაცხადა, რომ  ნივთიერება, რომლითაც მამა-შვილი სკრიპალები მოწამლეს, რუსეთში იყო დამზადებული.

12 მარტს ბრიტანეთის პრემიერმა რუსეთს განმარტებებისთვის ორდღიანი ვადა მისცა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე