ირანში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მგზავრების ცხედრები იპოვეს

საქართველო, თბილისი - 13:08 | 12.03.2018
ნანახია: 1813

მაშველებმა ირანში  ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მგზავრების 10 ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ირანული მედია იტყობინება.
კერძო თვითმფრინავი თურქულ საინვესტიციო კომპანია Başaran Holding-ს ეკუთვნოდა და არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან სტამბოლში მიფრინავდა.

 ბორტზე 11 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის სამი წევრი. საჰაერო ხომალდი ირანის დასავლეთით მთიან რეგიონში ჩავარდა. მიწაზე დაცემის შემდეგ ლაინერს ცეცხლი გაუჩნდა. ბორტზე მყოფთაგან არავინ გადარჩენილა.

თურქული მედიის ცნობით, თვითმფრინავში მსხვილი თურქული ჰოლდინგის ჰუსეინ ბაშარ ანის ქალიშვილი და მისი შვიდი მეგობარი იმყოფებოდა.

გოგონას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული აქვს ფოტოები, სადაც ჩანს როგორ ისვენებს ის არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში თავის მეგობრებთან ერთად.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე