საქართველო ნატოში გაწევრიანების სტრატეგიას იხილავს - შეიცვლება თუ არა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეექვსე მუხლი?
საქართველო, თბილისი - 11:05 | 09.03.2018 ნანახია: 1062
რადიო ამერიკის ხმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციასთან და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეექვსე მუხლთან დაკავშრებით სტატიას აქვეყნებს.
გთავაზობთ სტატიის მიმოხილვას:
ქართველი კანონმდებლები განიხილავენ შესაძლებლობას, თუ როგორ შეიძლება გაწევრიანდეს საქართველო ნატოში დაჩქარებული წესით, მრავალწლიანი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელებმა ჯერ კიდევ 2008 წლის აპრილში განაცხადეს, რომ ნატოს კარი ღიაა საქართველოსა და უკრაინისათვის, მაგრამ იმავდროულად მათ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისათვის „მაპ“-ი არ მიუციათ, რომელიც ჩვეულებრივად გათვალისწინებულია ალიანსში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნებისათვის.
დღეს კი თბილისში პარლამენტის წევრები აცხადებენ, რომ ისინი სერიოზულად განიხილავენ ალიანსში გაწევრიანების დაჩქარებულ ვარიანტს, რომელიც ამას წინათ აშშ-ის ერთ-ერთი ანალიტიკური ცენტრის - Heritage Foundation-ის მიერ იქნა შემუშავებული.
როგორც „ამერიკის ხმას“ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა, „ჩვენი ეროვნული პრიორიტეტებისა და სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციების გათვალისწინებით ყველაფერს გავაკეთებსთ, რომ ნატოსთან ინტეგრაცია დავაჩქაროთ“. მან დაიმოწმა Heritage Foundation-ის მიერ შეთავაზებული ვარიანტი, რომლის მიხედვითნატოს წესდების მე-5 მუხლი, ანუ კოლექტიური თავდაცვის პრინციპი დროებით არ გავრცელდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.
(...)
იმის მიუხედავად, რომ საქართველომ 2010 წელს ივალდებულა ძალა არ გამოიყენოს ორ სეპარატისტულ რეგიონზე თავისი კონტროლის აღსადგენად, რუსეთი თბილისის ამ ნაბიჯს არ პასუხობს და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთს კვლავ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მიიჩნევს. ამ რეგიონებში, რომელთა ფართობი საქართველოს ტერიტორიის 20%-ს შეადგენს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა თავისი სამხედრო ბაზები განათავსა.
Heritage Foundation-ის ანალიტიკოსი ლიუკ კოფი ამბობს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება მე-6 მუხლში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე შესაძლებლობას მისცემს თბილისს ალიანსში სწრაფად გაწევრიანდეს, იმავდროულად ეს იქნება გაფრთხილება რუსეთისათვის, რომ მოსკოვი ვეღარ შეძლებს ხელი შეუშალოს სხვა ქვეყნების სწრაფვას ნატოსაკენ, მათი ტერიტორიის ოკუპირების მიუხედავად.
თუმცა, როგორც ნატოს ერთ-ერთი ანონიმური მაღალჩინოსანი განმარტავს „ამერიკის ხმა“-სთან საუბარში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თვლის, რომ საქართველო ნატოში მთელი თავისი ტერიტორიით უნდა გაწევრიანდეს: „საქართველო არ იქნება იძულებული ალტერნატივის წინაშე დადგეს - ან ტერიტორიული მთლიანობა, ან ნატოს წევრობა’, - განაცხადა მან, - „ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს გააუქმოს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის აღიარება, შეწყვიტოს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ბარიერების მშენებლობა და შეასრულოს აღებული საერთაშორისო ვალდებულება. ეს პრინციპი ხაზგასმულია რიგ საერთაშორისო ხელშეკრულებებში, მათ შორის ჰელსინკის აქტსა და ნატო-რუსეთის შეთანხმებაში. მოსკოვს ორივეზე ხელი აქვს მოწერილი“. „არცერთ მესამე ქვეყანას არ აქვს უფლება იმისა, რომ ნატოში გაწევრიანების საკითხში ჩაერიოს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენი ყველა პარტნიორის უფლებას - გააკეთოს სერიოზული და დამოუკიდებელი არჩევანი საგარეო პოლიტიკური კურსის გატარებისას, ყოველგვარი ზეწოლისა და ძალდატანების გარეშე“, - დაამატა ნატოს ანონიმურმა მაღალჩინოსანმა.
საქართველოს ნატოში გაწევრიანების კრიტიკოსები (მაგალითად, უილიამ კორტნი აშშ-ის ექს-ელჩი საქართველოში), ამბობენ, რომ თბილისს ჯერ კიდევ არ დაუდასტურებია თავისი მზადყოფნა ალიანსში მისაღებად: „ნატოელი მოკავშირეები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ იმაში, რომ საქართველო მზად იქნება ფინანსური ვალდებულების შესასრულებლად“, - განუცხადა უილიამ კორტნიმ „ამერიკის ხმას“. „დღეისათვის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე ძალიან შორს დგას ნატოს საშუალო მონაცემებისაგან... (...), ნატოში საქართველოს გაწევრიანებისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს აგრეთვე [ხარვეზები] კანონის უზენაესობაში და ტერიტორიის თავდაცვისუნარიანობაში. როგორც კი საქართველო მზად იქნება ნატოში გაწევრიანებისათვის, რუსეთი ნაკლებად იფიქრებს მის წინააღმდეგ აგრესიაზე, რადგან საქართველო ამ მომენტისათვის უკეთ იქნება უზრუნველყოფილი მტკიცე დემოკრატიითა და ძლიერი ეკონომიკით“.
თავის მხრივ, როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, „საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ალიანსში გასაწევრიანებლად“
დღეს საქართველო ნატოს ავღანური მისიაში ძალზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს - მას მეოთხე ადგილი უკავია იქ გაგზავნილი 870 სამხედრო მოსამსახურის მიხედვით. გარდა ამისა, საქართველო იყო ნატოს არაწევრი ისეთი სახელმწიფო, რომელსაც ყველაზე მეტი ჯარიკაცი ჰყავდა ავღანეთში (2014 წლამდე). ამჟამად საქართველო სერიოზულ დახმარებას უწევს ავღანეთის უშიშროების ძალებსაც.
„ნატომ თავის რიგებში ისეთი სახელმწიფოები მიიღო, რომლებიც, საქართველოსთან შედარებით ნაკლებად იყვნენ მომზადებულნი წევრობისათვის“, - ამბობს მამუკა წერეთელი, კავკასია-ცენტრალური აზიის კვლევების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
ნანა საჯაია
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















