ფხენიანმა ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმის პირობები დაასახელა

საქართველო, თბილისი - 16:20 | 06.03.2018
ნანახია: 851

ფხენიანმა განაცხადა, რომ ბირთვულ პროგრამაზე უარს იმ შემთხვევაში იტყვის, თუ სამხედრო მუქარა გაქრება.

ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული იარაღზე უარის თქმის პირობა იმ შემთხვევაშიც დადო, თუ ქვეყანაში რეჟიმის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება.

გავრცელებული ცნობით, სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეა პირველად ბოლო ათი წლის განმავლობაში საერთო სამიტს აპრილს ბოლოს გამართავს.

ფხენიანი ასევე მზად არის მოლაპრაკებები გამართოს აშშ-სთან და ურთიერთობის დარეგულირების საკითხი განიხილოს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე