სექსიზმისთვის მამაკაცი ბელგიაში 3 ათასი ევროთი დააჯარიმეს

საქართველო, თბილისი - 16:05 | 06.03.2018
ნანახია: 896

ბრიუსელის გამოსასწორებელმა სასამართლომ სამი ათასი ევროთი დააჯარიმა მოქალაქე სქესობრივი ნიშნით პოლიციელის შეურაცხყოფის გამო.

გავრცელებული ინფორმაციით, კანონის თანახმად ჯარიმა 500  ევროს ოდენობას ითვალსწინებს. დანარჩენი 2500 ევრო კი იმის გამო დაემატა, რომ შეურაცხმყოფელი ფრაზა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე გაჟღერდა.

ახალგაზრდამ უკმაყოფილება იმის გამო გამოხატა, რომ მას პოლიციელმა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა მოსთხოვა და სამართალდამცველს ურჩია ქალისთვის შესაფერისი სამუშაო მოეძებნა.

იმ შემთხვევაში თუ მამაკაცი ჯარიმას არ გადაიხდის, მას ერთთვიანი პატიმრობა ემუქრება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე