მამამ შვილს ხელი მოაჭრა, რათა ის პორნოდამოკიდებულებისგან გაეთავისუფლებინა

საქართველო, თბილისი - 15:26 | 06.03.2018
ნანახია: 1148

ინდოეთის ქალაქ ჰაიდარანადში დააკავეს  მამაკაცი, რომელმაც 19 წლის შვილს ხელის მტევანი მოაჭრა, რათა ის პორნოდამოკიდებულებისგან გაეთავისუფლებინა.

45 წლის მუჰამედ კაიიუმ კურეიში სასტიკად გაბრაზდა, როდესაც აღმოაჩინა, რომ მისი შვილი ჰალედი დიდ დროს უთმობდა უფროსებისთვის განკუთვნილ ვიდეოებს. ოჯახის წევრების თქმით, დამღუპველი დამოკიდებულება ნეგატიურად აისახებოდა ბიჭის პროფესიულ მიღწევებსა და ჯანმრთელობაზე.

შვილის გადასარჩენად კურეიშმა ყველაზე რადიკალურ ზომებს მიმართა და მძინარე ჰალედს მარჯვენა ხელის მტევანი მოაჭრა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე