საფრანგეთში მერმა მოზარდი დაჭრა

საქართველო, თბილისი - 12:31 | 06.03.2018
ნანახია: 948

საფრანგეთში მალავილის კომუნის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მოზარდი იმ დროს დაჭრა, როდესაც კატის მოკვლას ცდილობდა. ტყვია ბიჭს თავში რიკოშეტის შედეგად მოხვდა.

 როგორც გამოცემა Charente Libre  წერს, კომუნის მერმა ერიკ ლამბერმა იარაღიდან კატას ესროლა, რომელიც მის საქათმეს ძალიან მიუახლოვდა.

ტყვია რიკოშეტის შედეგად 14 წლის ბიჭს მოხვდა, რომელიც ავტობუსის გაჩერებაზე იდგა. მოზარდი მძიმედ დაიჭრა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ლამბერი დააკავეს, დაწყებულია გამოძიება.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე