მძარცველებმა სატვირთო თვითმფრინავიდან 5 მლნ დოლარი 6 წუთში გაიტაცეს

საქართველო, თბილისი - 11:38 | 06.03.2018
ნანახია: 1023

ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში მძარცველებმა თვითმფრინავიდან 5 მლნ დოლარი მოიპარეს. თვითმფრინავი ვირაკოპუსის აეროპორტის სატვირთო ტერმინლაში იდგა,

ავიაკომპანია Lufthansa-ს სატვირთო თვითმფრინავი ბრაზილიიდან შვეიცრიის ქალაქ ციურიხში მიფრინავდა.

პოლიციის ცნობით, უცნობი პირები აეროპორტის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, ხუთმა პირმა დაცვა იარაღის მუქარით გააუვნებელყვეს და ლაინერიდან 5 მლნ დოლარი გაიტაცეს.  

გავრცელებული ცნობით, დამნაშავეებს ძარცვისთვის სულ რაღაც 6 წუთი დასჭირდათ.

თანხა კომპანია Brink's-ის კონტროლის ქვეშ გადაჰქონდათ. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე