ამერიკელმა სენატორმა რუსეთის მიმართ სანქციების მოხსნის პირობები დაასახელა

საქართველო, თბილისი - 10:19 | 06.03.2018
ნანახია: 834

ამერიკის სენატორმა ალასკას შტატიდან დანიელ სალივანმა ჰიუსტონში ყოველწიურ ენერგეტიკულ კონფერენციაზე დაასახელა პირობები, რომლის თანახმად რუსეთს შესაძლოა სანქციები მოეხსნას.
მისი თქმით, მოსკოვმა უნდა შეაჩეროს აქტიურობა რიგ სფეროებში, რომელიც ვაშინგტონის ინტერესებს ეწინააღმდეგება. მისი განმარტებით, ის უკრაინაში შექმნილ სიტუაციასა და არჩევნებში რუსეთის ჩარევას გულისხმობს.

რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა უკრაინის გარშემო განვითარებული მოვლენებისა და აამერიკის სპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შემდეგ დაიძაბა.

გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის მიმართ სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე