მიტოვებულ სატვირთო ავტომობილში 7 ცხედარი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 16:32 | 05.03.2018
ნანახია: 836

მექსიკაში შვიდი ცხედარი იპოვეს ერთ-ერთ ავტომაგისტრალზე მიტოვებულ სატვირთო ავტომობილში. შვიდივე ცეცხლნასროლი ჭრილობებით იყო მოკლული. მედიის ცნობით, მათ ხელები შეკრული ჰქონდათ. გარდაცვლილების ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია. პოლიციაში შესაძლო სასტიკი ანგარიშსწორების მოტივები არ დაუსახელებიათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღის გამნმავლობაში 30 ადამიანია მოკლული ადგილობრივ ნარკომოვაჭრეთა დაჯგუფებებს შორის გამწვავებული ურთიერთობის გამო.

ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს მექსიკაში 25 300 განზრახ მკვლელობა მოხდა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე